суббота, 8 апреля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე, როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო, გავარჩიეთ მათი აქტუალურობა, ძალიან მომეწონა პროექტები:,, ფიზიკა და მედიცინა", ,,ჩემი კუთხის ბაზილიკური ტაძრები", მჟავა წვიმები", რომელიც მნიშვნელოვანია და ეკოლოგიური პრებლემაა დღევანდელი ცხოვრების, რადგან მჟავა წვიმებით ხდება გარემოს დაბინძურება. აგრეთვე პროექტი-,,აქტიური მოქალაქე". პროექტების მოკლე მიმოხილვა ზალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ვფიქრობ ყველა მონაწილისთვის.
შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ კითხვარების გაჯეტის ჩასმა. ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და ყოვლისმომცველი ტრენინგის ჩატარებისთვის.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე, შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო , შემდეგ გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ საქაღალდე  ბლოგზე.
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს.

суббота, 1 апреля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა დღის მასალების გამეორებით,  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მასში გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლის საჭიროება.

воскресенье, 26 марта 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, ვიმუშავეთ მოსწავლის საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობაში.  გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ აგრეთვე პროექტის გეგმებს.

суббота, 25 марта 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალების გამეორებით, შემდეგ გავარჩიეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და ჩავსვით აღნიშნული დოკუმენტები საავტორო უფლებების საქაღალდეში. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გაუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე.

воскресенье, 19 марта 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალების გამეორებით, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, დროში გაწერილი შეფასების გეგემა და შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საპრეზენტაციო დოკუმენტი.

суббота, 18 марта 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის გამეორებით, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, განვსაზღვრეთ პროექრის მიზანი, და გეგმაში ჩავსვით სტანდარტი. დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ( ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი) და დავაფიქსირეთ პროექტის გეგმაში. დღევანდელი დღის მუშაობით კმაყოფილი ვარ ,რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის.

воскресенье, 12 марта 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ სახლში მოფიქრებული პროექტების თემები, გავიმეორეთ წინა დღის მასალა და გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს. ბუკლეტის დამზადებამდე გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები და დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება. დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

суббота, 11 марта 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა გაცნობით. გავეცანი ინტელის ძირითად კურსს(ზოგადად).შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანი  გასავლელი კურსის რესურსებს( 21 ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, პორტფოლიოსა და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, შევქმენი ბლოგი.
დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.