суббота, 8 апреля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე, როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო, გავარჩიეთ მათი აქტუალურობა, ძალიან მომეწონა პროექტები:,, ფიზიკა და მედიცინა", ,,ჩემი კუთხის ბაზილიკური ტაძრები", მჟავა წვიმები", რომელიც მნიშვნელოვანია და ეკოლოგიური პრებლემაა დღევანდელი ცხოვრების, რადგან მჟავა წვიმებით ხდება გარემოს დაბინძურება. აგრეთვე პროექტი-,,აქტიური მოქალაქე". პროექტების მოკლე მიმოხილვა ზალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ვფიქრობ ყველა მონაწილისთვის.
შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ კითხვარების გაჯეტის ჩასმა. ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და ყოვლისმომცველი ტრენინგის ჩატარებისთვის.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე, შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო , შემდეგ გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ საქაღალდე  ბლოგზე.
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს.

суббота, 1 апреля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა დღის მასალების გამეორებით,  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მასში გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლის საჭიროება.